„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, უმრავლესობის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ზაალ დუგლაძე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

გორში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრა უკვე გაიმართა მცხეთაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები დღესვე შეხვედრას გამართავენ ახალციხეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები