მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად
“პროგრამა ფუნქციონირებას იწყებს 2022 წლის თებერვალში და გაიხსნება პირველი ლექციით, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად.
“ ძალიან დიდი გამოხმაურება და პოზიტივია, როგორც საქართველოში, ასევე ჰარვარდში. ეს ძალიან საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება პირველ ლექციას, ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საქართველოს დღევანდელობა, საქართველის პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება და რასაკვირველია, ამ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის საუკეთესო სპიკერი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად. ეს, რასაკვირველია, ძალიან პრესტიჟული სკოლაა და უაღრესად საინტერესო ლექცია იქნება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.