კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებლებს მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება

სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში, ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული სახლების მესაკუთრეებს გამგეობა უკვე ეხმარება,- ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეო ჩართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი სახლი დაზიანდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხუთი სახლი, თუმცა მთავარია, რომ უსაფრთხოდაა ამ სახლებში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

„ვპირდებით, მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით და არ დავტოვებთ გასაჭირის პირისპირ. მაქსიმალური თანადგომა იქნება, ხოლო სახლები იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნასაგურში სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. წაქცეული და დაზიანებულია გარე განათების სადენები და ბოძები. სოფელს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სამგორის რაიონის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა დროებით სასტუმროებში განთავსება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები