მამუკა მდინარაძე – ნიკა მელიაზე: ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც არ გამიგია, გამოსტყუა დედის გინება, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად” შეაფასა.

„ნიკა მელია, როგორც ჩანს, დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს წინა კვლევებთან შედარებით რეიტინგი. ამ გაღიზიანების ფონზე,  მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციებზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, უმძიმესია. ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად საკუთარ თავზე გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები