სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ქართული ბიზნესდელეგაცია ტალინში გაემგზავრება

ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ესტონეთის განვითარების თანამშრომლობასთან ერთად, მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს ესტონეთში, ქ. ტალინში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტისა და ქართული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

“ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ესტონური კომპანიის წარმომადგენლებთან. ვიზიტთან დაკავშირებულ ხარჯებს – კერძოდ, სასტუმროში განთავსებას, უზრუნველყოფს ესტონური მხარე, ხოლო მგზავრობის ხარჯებს ფარავს თავად ქართული კომპანიის წარმომადგენლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ პასპორტის ასლები, ასევე, შეავსეთ სპეციალური ფორმა, რომელსაც დანართის სახით გიზიარებთ. ფორმაში აღწერეთ თქვენი კომპანიის საქმიანობა, ამას გარდა, მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო ესტონური მონაწილე მხარე, რათა წინასწარ უზრუნველვყოთ მათთან შეხვედრის ორგანიზება. ესტონეთში გასამგზავრებლად სავალდებულოა იყოთ სრულად ვაქცინირებული, ხოლო საზღვრის კვეთისას თან გქონდეთ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოდან ბიზნეს დელეგაციის ესტონეთში გამგზავრება დაგეგმილია 2 ოქტომბერს, შაბათ დღეს ავიაკომპანიით – Airbaltic. მიბმულ ფაილებში იხილეთ ვიზიტთან დაკავშირებული პროგრამის დღის წესრიგი და სპეციალური შესავსები ფორმა.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება ესტონეთში ვიზიტთან დაკავშირებით 27 სექტემბრამდე.- აღნიშნულია სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები