გიორგი პერტაიამ და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ასევე, ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ ბიზნესფორუმების გამართვა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარის ბიზნეს წრეებისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები