ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა.

“ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით, არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ამასთან მიმართებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა, რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები