ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ პირობებში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ცესკო-ს პასუხისმგებლობაა საზოგადოებისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შეთავაზება.
„ჩვენი პასუხისმგებლობა არის არჩევნების ადმინისტრირება და 2 ოქტომბერს ამომრჩეველს და საზოგადოებას შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ მათ მოახერხონ უსაფრთხო გარემოში ნების გამოვლენა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამ ყველაფერს ემატება პანდემია, ემატება სხვა გამოწვევები, რომელიც არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებელი ქმედებებით ერთობლიობაში აბსოლუტურად მშვიდობიან და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. თანაბარში იგულისხმება ის გარემოებები, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და ამისთვის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.