ნიკა მელიამ დებატები დატოვა (ვიდეო)

თბილისის მერობის ოპოზიციონერმა დეპუტატობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ, მას შემდეგ, რაც მონოლოგი წარმოადგინა მაყურებლის წინაშე, დებატები დატოვა.

“რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში”, – განაცხადა მელიამ.

ამ წუთებში, დედაქალაქის მერობის 16 დეპუტატი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებში იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები