ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ

ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი – არ გვაქვს კომუნიკაცია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას პარტიის ყოფილ ლიდერთან კომუნიკაციას ბოლოს იანვარში ჰქონდა.

„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც მან პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის არც კონსულტაციების ფორმით იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინაც, გუშინწინაც, იმის წინაც – ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა“, – განმარტა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები