დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 2021 წლის 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი 22-23 სექტემბერს, მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, რომელიც სუამ-ის საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება. დავით ზალკალიანი დაესწრება მთავრობათაშორისი კოალიცია – „დემოკრატიათა თანამეგობრობის” მე-10 მინისტერიალს, რომელიც რუმინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება და ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის”, მინისტრი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.

გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები