ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ერთი წელი ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა რიგგარეშე სხდომას ითხოვენ

ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, აჭარის მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, არჩევნებამდე პლენარული სხდომები არ იმართება და ყველაფერს თავისი დრო და წესები აქვს.

„რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები, არჩევნებამდე არ იმართება ხოლმე პლენარული სხდომები, ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს გამომდინარე იქიდან, რომ უკლებლივ ყველა დეპუტატი ჩართულია საარჩევნო სამუშაო პროცესში. როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, მაშინვე შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები