არჩილ თალაკვაძე: მელია უკიდურესად ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ფიგურაა

“ნიკა მელია ერთ-ერთი ანტისისტემური ადამიანია და არის უკიდურესად ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ფიგურა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”.

თალაკვაძის თქმით, არჩევნებში საზოგადოება მელიას სათანადო სახელს დაარქმევს.

„ნიკა მელია ერთ-ერთი ანტისისტემური ადამიანია, ვგულისხმობ დემოკრატიულ სისტემას. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ისიც კი თქვეს, რომ მელია და მისი მეგობრები საქართველოში არიან დაკავებული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით. მერე სად მიაქვთ ეს გამოთხრილი მიწა, არ ვიცი. მელია არის უკიდურესად ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ფიგურა. თუ ის პარლამენტს ეძახის “ყრილობას” და თავის პარტიას და რადიკალურ ჯგუფს ეძახის “დემოკრატიას”, ეს მისი გემოვნების საკითხია. ეს არის სიცრუე, სისუტე და უგუნურობა. მათ გონიათ, რომ საზოგადოებაც მათსავით ფიქრობს და აფასებს. ეს ასე არ არის. არჩევნებში საზოგადოება სათანადო სახელს დაარქმევს მელიას და მის მართლა თავყრილობას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები