გურამ მაჭარაშვილი: გახარიას ექვემდებარებოდა ის უწყებები, სადაც შეეძლოთ, გაეკეთებინათ ასეთი ჩანაწერები

“გიორგი გახარიას ექვემდებარებოდა, მათ შორის, ის უწყებები, რომლებსაც შეეძლოთ, გაეკეთებინა ასეთი ჩანაწერები”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

„გიორგი გახარია თავად იყო შს მინისტრი, იყო პრემიერმინისტრი, რომელსაც ექვემდებარებოდა, მათ შორის, ის უწყებები, რომლებსაც შეეძლოთ, გაეკეთებინათ ასეთი ჩანაწერები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები