ვინ არიან ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები და რა აეკრძალათ მათ
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 7 სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა.
1. ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე);
2. მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი);
3. ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი);
4. თამაზ სხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი);
5. ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი);
6. ბათა-ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი);
7. მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).
მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე – სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათ და, მათთან ერთად, გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს, აეკრძალათ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებსა და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე – საეკლესიო მიწების გამოყენება.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.