ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მეგობარი უკრაინა ვიღაცების ხელში დამნაშავეების თავშესაფრად არ იქცა

“მეგის ქარდავას სახელი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მძიმე ისტორიით არის ცნობილი, უამრავი დანაშაულით, რომელთა ნაწილზეც სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე დადგენილია და რამდენიმეზე პროცესი მიმდინარეობა. კარგია, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა ვიღაცების ხელში არ გახდა დამნაშავეების თავშესაფრად, ამან ირიბად არ იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე და არ მოახდინა ცუდი გავლენა. მნიშვნელოვანია ეს ექსტრადირება. საქართველოში ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და რაღაც მოვლენები ემთხვევა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ მთავრობამ, პრემიერმინისტრმა საკმაოდ აქტიური პოლიტიკა განახორციელა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები