ირაკლი ზარქუა: ზუსტად ვიცი, სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს აქ ჩამოსვლა, თუკი თავისი ფეხით ჩამოვა, მთლად უკეთესი

“აქ იყო ცალსახა არგუმენტები, მთელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა და მე მინდა, შესაბამის სტურქტურებს უკრაინაში მადლობა გადავუხადო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას, დეპუტატმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, სააკაშვილსაც ასე მოუწევს ექსტრადირებით საქართველოში ჩამოსვლა.

“ასეთი “პოლიტიკური დევნილები” ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, ასე არის ალბათ დათა ახალაია პოლიტიკური დევნილი, მეგის ქარდავაც ასეთი პოლიტიკური დევნილი იყო, ალბათ, ბატონი სააკაშვილიც პოლიტიკური დევნილია, მაგრამ ზუსტად ვიცი, მასაც ასეთნაირად მოუწევს აქ ექსტრადირებით ჩამოსვლა. თუკი თავისი ფეხით ჩამოვა, მთლად უკეთესი, გაგვიადვილებს პროცედურებს. თუ ვინმე მართალია, აქ არის სასამართლო და იდავოს. აქ იყო ცალსახა არგუმენტები, მთელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა და მე მინდა, შესაბამის სტურქტურებს უკრაინაში მადლობა გადავუხადო,” – განაცხადა ირალი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა. ის უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები