მიხეილ სარჯველაძე: ქარდავას ექსტრადირება მნიშვნელოვნად უკავშირდება პრემიერის ვიზიტს უკრაინაში

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მეგის ქარდავას ექსტრადირებას ეხმაურება და აღნიშნულს პრემიერის უკრაინაში ვიზიტს უკავშირებს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რაშიც გასაკვირი არაფერი არ არის და იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც მეგის ქარდავას აქვს ჩადენილი, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.

“ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უკავშირდება ბოლო დროს შემდგარ ვიზიტს პრემიერის უკრაინაში, სადაც შესაძლოა, ყოფილიყო ამ თემებზეც საუბარი მათ შორის და, შესაბამისად, გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ნამდვილად შეინიშნება ამ სამართლებრივი საკითხების მიმართულებით.

ეს არის ალბათ რეზულტატი სწორედ ამ მიმართულებით ნაკეთები საქმეებისა, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიტიური პროცესი პოზიტიური თვალსაზრისით, რომ სამართლებრივ აღსრულებას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არცერთი ფაქტორი ეღობებოდეს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები