მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას Facebook-ზე გამოეხმაურა.

„ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო,  „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები