სუს-ი: უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებული, საქართველოს მოქალაქე თავისუფალია.

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ზურაბ დათიაშვილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა. სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება”, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები