შსს-ს აკადემიის რექტორი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

შსს-ს აკადემიის რექტორი – ივანე პაპიაშვილი და პრორექტორი – თემურ მაღრაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს, თავმჯდომარის მოადგილეს – გიორგი სიორიძეს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს – ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-akademiis-reqtori-tseskos-tavmdjdomares-shekhvda/14917

შსს-ს აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა და ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს. რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა შსს-ს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა – „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები.

საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში წარიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამართალდამცველებისთვის ანალოგიური პროგრამა, ცოდნის გაღრმავების, ცნობიერების ამაღლების და საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების მიზნით, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინაც ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები