ირაკლი ღარიბაშვილი – ჩანაწერებზე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს, მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშრებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე.
„მე მქონდა საუბარი, გამოვხატე ჩემი წუხილი, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს და მედიის როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები