გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტი, თმის ღერით, ავსტრიაში გაიკეთა
პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ, თმის ღერით, ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა.
მანამდე, გახარია აცხადებდა, რომ სამხარაულის ბიუროს არ ენდობოდა და მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიამ ტესტის ჩაბარებაზე უარის თქმით ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით.