თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ახალ საკონცერტო სეზონს სიახლით ხვდება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ახალ საკონცერტო სეზონს სიახლით ხვდება.
ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქვერდი ავრცელებს.
„ახალ საკონცერტო სეზონს სასიხარულო სიახლით ვხვდებით!
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, კაპიტალურად შეკეთდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის ორივე საკონცერტო როიალი. მოხდა ინსტრუმენტების მექანიზმის სრული რეაბილიტაცია, სიმების, ჩაქუჩებისა და დემფერების აღდგენა, აგრეთვე – ინტონირება და აწყობა.
ამ პროცესს უხელმძღვანელა ბერლინის „C. Bechstein Pianoforte AG“-ს მაღალკვალიფიციურმა ოსტატმა (Hervé Catin), რომლის საქართველოში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები ამავე კომპანიამ დაფარა.
კონსერვატორიისა და დიდი დარბაზის სახელით გულწრფელად ვუხდით მადლობას „C. Bechstein Pianoforte AG“-ს, სრულიად უანგარო დახმარებისა და კეთილგანწყობისათვის!
განსაკუთრებული მადლობა კომპანია ბეხშტაინის წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ დავით ციცქიშვილს, კონსერვატორიის ერთგულებისა და მეგობრობისათვის!
დიდი მადლობა კონსერვატორიის რექტორს, ქალბატონ ნანა შარიქაძეს და ადმინისტრაციას, ამ მნიშვნელოვანი წამოწყების მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის!
როიალები არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია და ელოდება მონატრებულ შემსრულებლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები