გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია მუშავდება

საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარზე ექსტენსიური აკვაკულტურის, მარიკულტურისა და ხმელეთზე განთავსებული თევზსაშენი მეურნეობების მიმართულებებით საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს და კერძო სექტორის ჩართულობით საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.

„აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის ზრდას, სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრასა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო სექტორის, ისე – საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები