კალაძე – დაშავებულ ოპერატორზე: მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს

“როცა გეუბნებიან, გადი, არ ვიძლევი ინტერვიუსო, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე საუბრისას განაცხადა.

“მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. არასერიოზულად იქცევით. ბიჭი მიდიოდა უკან-უკან იღებდა, ბევრჯერ ყოფილა ჩემი თანდასწრებითაც, ოპერატორები უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებები ყველამ უნდა დავიცვათ.

“როცა გეუბნებიან, გადი, არ ვიძლევი ინტერვიუსო, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები. მე თუ გეტყვით, არ მაქვს სურვილი, მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე. ძალადობას ამართლებთ თქვენ, მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე სიძულვილის ენით, თქვენ ხართ პირველები, ვინც სიძულვილის ენით აღვივებთ შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ“, – მიმართა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები