ექიმის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ოპერატორს პირველადი დათვალიერებით, მოტეხილობა არ აღენიშნება

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პირველადი დათვალიერებით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმა და მარცხენა იდაყვის არეში ეკსკორაცია. ამჟამად უტარდება კვლევები – ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, ზუსტი პასუხი გვექნება კვლევების დასრულების შემდგომ, თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი დათვალიერებით არ იკვეთება მოტეხილობა, დაჟეჟილობის სურათია“, – განაცხადა ჩიბირაშვილმა.

ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები