ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის

“მიხეილ სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რეალურად, მას ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა თავის ჩამოსვლას და შვიდჯერ არ გადათქვამდა საკუთარ ანონსს. ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რისი ეშინია. სააკაშვილს ეშინია ჭირივით ციხის და, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები