დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე- 3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტი გააცნეს და მათგან მოსაზრებები და სურვილები მოისმინეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის შედეგად, შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, ტრენაჟორები, ლედ განათების ქსელი მოეწყობა, ასევე, განთავსდება სხვადასხვა ინვენტარი. რეკრეაციულ ზონაში დაირგვება ხე-მცენარეები.
აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრება იყო. თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით კი, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ის უკვე მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები