კახა კალაძე: მახსოვს წლები, როდესაც ბევრ ადამიანს უსმენდნენ, მაგრამ თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები, ძალიან ცუდია
თბილისის მერი კახა კალაძე სავარაუდო მიყურადების თემას ეხმაურება. როგორც მერმა განაცხადა, ის გმობს მსგავს ქმედებას, თუმცა არ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლების უკანონო მოსმენა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა.
„მახსოვს წლები, როდესაც ბევრ ადამიანს უსმენდნენ. სახლში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა და მეგობარი – მეგობარს. ეს წლები მახსოვს, მაგრამ თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები, ძალიან ცუდია და ამას არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლა გაკეთებულია,“ – აღნიშნა კალაძემ.