მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამხედროებს მიმართავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამხედროებს მიმართავს.
სააკაშვილი ვიდეომიმართვას სოცქსელში ავრცელებს.

“საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი პატრიოტიზმისა და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი გმირი ვეტერანების, შეიარაღებული ძალების. აბა, თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები