ბათუმი, ახალციხის გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
უხვი ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ვერ ატარებდა წყალს; მილის გაწმენდის ღონისძიებებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.