“ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია” – რას ამბობს შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებულის მამიდა ამბობს, რომ რაფა მურსაკულოვი უდანაშაულო და ის ბრუკის მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა.

“ ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია.

კი, ადრე ყოფილა ნასამართლევი. უპატრონო ბავშვი იყო, გორაზე რომ ეყარა სპილენძები, რაღაცები, წავიდა, ეგენი აკრიფა, ჩავაბარებ, ფული მექნებაო.

სად იყო შემთხვევის დღეს, იყო თუ არა სახლში – პასუხობს: ჩემი ხელით ვაჭამე, ჩაიც დავუსხი, დავალევინე,” – განაცხადა ნუგბარ მურსაგულოვამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები