გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

   გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლოში დღეს შევიდა. როგორც სარჩელის შეტანის შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, სარჩელის მიზანი არის ფართო და რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე არ დაიყვანება. “ჩვენ დღეს შევიტანეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც ჩემი უფლებამოსილების უკანონო შეწყვეტას ეხება. მინდა საზოგადოებას განვუმარტო ამ სარჩელის მიზანი. ამ სარჩელის მიზანი და არც ჩემი სურვილი არ არის, რომ მერის ოფისში დავბრუნდე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 5 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მერებსა და გამგებლებს. სარჩელის მიზანი არის ფართო და არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და არც ჩემამდე. ამ სარჩელით ჩვენ გინდა, დავამსხვრიოთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ტენდეცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა – ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება არჩეული მერი ან გამგებელი, შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით ჩამოაშოროს არჩეული თანამდებობის პირი თანამდებობას”,-აღნიშნა უგულავამ. უგულავას განცხადებით, ყველა მერი და გამგებელი საკუთარი ქმედებებით დამოუკიდებელი უნდა იყვნენ და ანგარიშვალდებული ხალხთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები