შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წარუდგენენ.

33 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დროებითი დაკავების იზოლატორში წუხელ ის მისმა ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე უცხოელ პედაგოგს არ იცნობდა და, შესაბამისად, მასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები