საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები