ამირან გამყრელიძე: გვაქვს ნელი გაუმჯობესება ეპიდსიტუაციის, თუმცა, სტაბილიზაციას ჯერ ვერ მივაღწიეთ

“გვაქვს ნელი გაუმჯობესება ეპიდსიტუაციის, თუმცა, სტაბილიზაციას ჯერ ვერ მივაღწიეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” ეთერში განაცხადა.

“პიკმა გადაიარა დაახლოებით 20 აგვისტოსთვის. გვაქვს ნელი გაუმჯობესება ეპიდსიტუაციის. თუმცა, სტაბილიზაციას ჯერ ვერ მივაღწიეთ. დამშვიდებისკენ მიდის ეპიდსიტუაცია, თუმცა მძიმე ინდიკატორი, რასაც სიკვდილიანობა ჰქვია, ისევ გვაქვს. ახლა რისკი არსებობს, რომ მობილობა გაზრდილი იქნება, თუმცა, უნდა გავიაზროთ, რომ პირბადის ტარება აუცილებელია. პირბადე რომ ვატაროთ ყველამ და ავიცრათ, ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, მოსახლეობამ თავი შეიკავოს ხალხმრავალი შეკრებებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები