კალაძე: კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ ნარკოტესტი

“კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ ნარკოტესტი. მარტო სიტყვებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ აუცილებლად იზამენ ამას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კოლეგებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, ტესტის ჩაბარების მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ ნარკოტესტი. მარტო სიტყვებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ აუცილებლად იზამენ ამას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე, თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა, ყველა ასაკის ადამიანმა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ნარკოტესტი თავად უკვე ჩააბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები