შარლ მიშელმა პუტინთან საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოთქვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პუტინმა და მიშელმა ავღანეთში განვითარებული მოვლენები და რეგიონზე მათი გავლენა განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი და ევროკავშირი რეგიონული სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი.

შარლ მიშელმა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმსა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები – პრიორიტეტია. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე, ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე“, – წერს შარლ მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები