საქართველო სომხეთის პრემიერმინისტრს მასპინძლობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები