“ეუთო-ს მეგობარი ქვეყნების ელჩებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიებისა და იმ წვლილისთვისაც, რომელიც საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ გაიღო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ავსტრიაში ელჩებმა საქართველოს ავღანეთში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ელჩებს მივაწოდეთ უახლესი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. უსაფრთხოება იყო წამყვანი თემა და ასევე ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა შეიძლება, გადადგან რუსეთის აგრესიის შესამცირებლად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის რთული საკითხი და დიდ მუშაობას მოითხოვს. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, პარლამენტის მიერ დაგეგმილ დღის წესრიგზე, რაც ეხება სასამართლო რეფორმას და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ეს საჭიროა, რადგან 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში მომავალ წევრობაზე.
ვიმსჯელეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, ავღანეთის საკითხებსა და ეუთო-ს მეგობარი ქვეყნების ელჩებმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილისთვის ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში და იმ წვლილისთვისაც, რომელიც საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ გაიღო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, როდესაც ავღანეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გამოიყვანეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

კახა კუჭავასა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში 7 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები