ჯანდაცვის მინისტრი: როცა 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია

“როცა 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“, – განმარტა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები