ეკატერინე ტიკარაძე: ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებშია.

მისივე თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და, ასევე, როგორია ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 80-70 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში და როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობასა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს მაღალი რისკები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები