რუსეთში კორპუსში აფეთქებისას შენობის ნაწილი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
რუსეთის ქალაქ ნოგინსკში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავებულია.
დაღუპულია ქალი და კაცი.
კორპუსში აფეთქება გამთენიისას მოხდა და ისეთი ძლიერი იყო, რომ შენობის სამი სართული, ასევე, მეოთხე ნაწილობრივ ჩამოანგრია, დაზიანებულია 24 ბინა.
შენობიდან 170-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. რჩებიან თუ არა ნანგრევებში ადამიანები, ჯერჯერობით, უცნობია.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.