კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა, – ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საერთაშორის აეროპორტში მაისაშვილს მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტ ხანს იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები