თბილისის გეზში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,
კონტრაფაქციული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5643 ლარი შეადგინა.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას და მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები