საქართველო UNWTO-ს მეხუთე ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

პორტუგალია ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს. გაერო-ს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყანი ქვეყნების: ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთის წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა.

“დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები იქნება განხილული.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – მედეა ჯანიაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – თამარ ყორიაული.

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია 8-10 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ალენტეხოში გაიმართება.

კონფერენციას გახსნის გაერო-ს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი – ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია 2016 წელს საქართველოში, კახეთში გაიმართა, რომლის ფარგლებში ღვინის ტურიზმის დეკლარაცია იქნა მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები