საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 977-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.

7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, გარდაიცვალა 50 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები