იაგო ხვიჩია: თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა „ტესლათი“ მოვემსახურები

სერიოზულად როგორ შევხედოთ ამბავს, როცა ვიცი, რომ სერიოზული არ არის? – ასე უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „არჩევნები 2021“.

მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვა, ის მას ავტომობილით მოემსახურება.

„გუშინდელის მერე ვეძებ ადამიანს, რომელიც ნიძლავს დამიდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუნდაც. ასეთი არავინ გამომხმაურებია. საკუთარ პარტიაში არავის სჯერა, რომ ჩამოვა, ერთი კაცი რომ არ მიდევს ნიძლავს, მაგ კაცზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკო, რომ ჩამოვა? თუ გამოვიდა, პასუხს ვაგებ საკუთარ სიტყვაზე და მართლა მივაცილებ პარტიის ოფისამდე, მშობლების სახლში თუ სადაც იქნება. იმის სანაცვლოდ, რომ მასზე არასწორი წარმოდგენა მქონდა „ტესლათი“ მოვემსახურები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები