ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი

თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე საქართველოში დაბრუნების შესახებ ხუმრობა შეიძლება.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე დაკარგულია დროსა და სივრცეში, ასე რომ მის განცხადებებზე შეიძლება ვიხუმროთ უკვე. მის ჩამოსვლებზე კი სერიალი შეიძლება გადაიღოს მისმა პარტიამ და ა.შ. რეალურად ფაქტი სხვა არის. ჩამომსვლელი ნამდვილად არის, მაგრამ თუ ჩამოვიდა, საპატიო ყარაულს დავახვედრებთ და მივაცილებთ იქ, სადაც არის მისთვის განკუთვნილი ადგილი. ცოტა ხანი იყურყუტებს, მერე ალბათ შეწუხდებიან კონგრესმენები, განცხადებებს გააკეთებენ, გამოვაგდებთ, წავა ისევ უკან. ისევე როგორც მელია დადის ახლა თავჩაღუნული“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები